logo_geo
დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას სამეტაპიანი აღდგენის გეგმისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება
- +

4 ივლისი. 2022. 20:51

 

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამეტაპიანი აღდგენის გეგმისთვის 750 მილიარდი დოლარი (718 მილიარდი ევრო) სჭირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

 

ლუგანოში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე შმიგალმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდ დოლარზე მეტი (96 მილიარდი ევრო) პირდაპირი ზიანი მიადგა.

 

ამასთან, შმიგალმა დასძინა, რომ უკრაინის მთავრობას მიაჩნია, რომ აღდგენის გეგმის დაფინანსების ძირითადი წყარო, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს.

 

 

big_banner
არქივი