logo_geo
შვედეთის პრემიერი: ქვეყანა NATO-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას
- +

4 ივლისი. 2022. 22:11

 

 

შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, მხარს დაუჭერს უკრაინის ღია კარის პოლიტიკას.

 

ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, შვედეთი არ ლობირებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, ვიდრე ის თავად არ გახდება სრულუფლებიანი წევრი.

 

„მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ გავხდებით წევრი, ჩვენ მხარს დავუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას“, - თქვა ანდერსონმა.

 

ცნობისთვის, 29 ივნისს NATO-ს წევრმა 30 ქვეყნის ლიდერებმა ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად მიიწვიეს ალიანსში გასაწევრიანებლად.

 

ამ ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების ოქმს 5 ივლისს მოეწერება ხელი.

 

 

 

big_banner
არქივი