logo_geo
ბალის კუნძულები დისტანციურად დასაქმებულებს 5-წლიან ვიზას სთავაზობს
- +

5 ივლისი. 2022. 01:39

 

 

ბალის კუნძულები დისტანციურად დასაქმებულებს 5-წლიან ვიზას სთავაზობს და თან გადასახადებისგანაც ათავისუფლებს. ამის შესახებ გამოცემა Euronews წერს.

 

კუნძულებს არც პანდემიამდე აკლდა დისტანციურად დასაქმებული ადამიანები, თუმცა როგორც ინდონეზიის ტურიზმის მინისტრმა, Euronews-თან განაცხადა, 5-წლიანი ვიზა, ბალის კუნძულებზე ტურიზმის ინდუსტრიას სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანს, რაც დადებითად აისახება შემოსავლებზეც.

 

აღსანიშნავია, რომ ბალის კუნძულები წლების განმავლობაში სულ უფრო მიმზიდველი ხდება დისტანციურად დასაქმებული ადამიანებისთვის, რადგან ცხოვრების დაბალი ხარჯი, გამარტივებული სავიზო პროცედურები, ავთენტური ბუნება და ადგილობრივები ქმნიან გარემოს, საიდანაც წამოსვლა ფაქტობრივად, არავის უნდა. ამ დროისთვის ბალიზე ხელმისაწვდომია სამუშაო ვიზა და გულისხმობს 30 დღეს, ტურისტულის შემთხვევაში საშუალება გაქვთ 60 დღე გაჩერდეთ ტერიტორიაზე, ხოლო საქმიანი ვიზა, 180 დღეს ითვალისწინებს. სტუმრები, რომლებიც ბალის კუნძულებზე უფრო დიდხანს რჩებიან, ადგილობრივი საგადასახადო რეზიდენტები ხდებიან, რომლებსაც უწევთ გადაიხადონ ინდონეზიის საგადასახადო განაკვეთები უცხოეთიდან შემოსავალზე.

 

მინისტრის თქმით, ქვეყანა ახალი პროექტის ფარგლებში, ბალის კუნძულები, პანდემიის გამო დაკარგულ, დაახლოებით 3,6 მილიონ უცხოელ მოგზაურს დაიბრუნებს, რომლებიც გაცილებით დიდი ხნით დარჩებიან ქვეყანაში და მეტ ფულს დახარჯავენ. დაინტერესება 5-წლიანი ვიზის მიმართ უკვე გამოიკვეთა.

 

 

big_banner
არქივი