logo_geo
ინდოეთის რესტორნებსა და სასტუმროებში მომხმარებლები მომსახურების გადასახადს აღარ გადაიხდიან
- +

5 ივლისი. 2022. 10:13

ინდოეთის მომხმარებელთა დაცვის ორგანომ სასტუმროებსა და რესტორნებს სტუმრებისთვის მომსახურების გადასახადის დაკისრება აუკრძალა, - ამის შესახებ BBC წერს.

ცვლილების ავტორები განმარტავენ, რომ იმ მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, მომსახურების გადასახადი გადაეხადათ, საჩივრები გაიზრდა.

რამდენიმე წელია, ინდოეთში მომხმარებლები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სასტუმროებსა და რესტორნებში წინასწარ არ ეუბნებიან დამატებითი გადასახადის შესახებ და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღება უწევდათ.

big_banner
არქივი