logo_geo
ეგვიპტის ერთ-ერთი ტურისტული ქალაქის სანაპიროსთან ზვიგენების თავდასხმის შედეგად ორი ტურისტი ქალი დაიღუპა
- +

5 ივლისი. 2022. 13:03

ეგვიპტის ქალაქ ჰურგადას სამხრეთით, წითელ ზღვაში, ზვიგენების თავდასხმის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ადგილები, სადაც ზვიგენები ქალებს თავს დაესნენ, ერთმანეთისგან დაახლოებით 600 მეტრითაა დაშორებული. დაღუპულთაგან ერთი 70 წლამდე, მეორე კი 40 წლამდე ასაკისაა.

მათი ცხედრები ზვიგენების თავდასხმიდან რამდენიმე საათში იპოვეს.

დაღუპულთაგან ერთი (40 წლამდე ასაკის ქალი) რუმინელი ტურისტი იყო, მეორე კი (68 წლის ქალი) ავსტრიელი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეგვიპტეში ცხოვრობდა.

 

 

big_banner
არქივი