logo_geo
მედიის ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი
- +

5 ივლისი. 2022. 13:24

ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება NATO-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება.

 

ცნობისთვის, 29 ივლისს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია. ალიანსის ლიდერებმა გადაწყვეტილება NATO-ს მადრიდის სამიტზე მიიღეს.

big_banner
არქივი