logo_geo
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა თანამდებობები დატოვეს
- +

5 ივლისი. 2022. 22:21

 

 

სამთავრობო კრიზისის ფონზე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ მან დაკარგა ნდობა ბორის ჯონსონის უნარის მიმართ, ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ემართა.

 

„სინანულით მიწევს იმის თქმა, რომ ჩემთვის ნათელია, რომ ეს სიტუაცია არ შეიცვლება თქვენი ხელმძღვანელობით და თქვენ დაკარგეთ ჩემი ნდობა“, - აღნიშნა საჯიდ ჯავიდმა.

 

 

big_banner
არქივი