logo_geo
22 ქვეყნის პოლიციამ ერთობლივი ოპერაციით 130 პირი დააკავა, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობდნენ
- +

5 ივლისი. 2022. 23:06

 

 

ევროპის სამართალდამცავი სააგენტოს, ევროპოლის ინფორმაციით, დააკავეს 130 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ადამიანებით ვაჭრობაში. ისინი, სავარაუდოდ, გეგმავდნენ, მცირე ნავებით მიგრანტები გადაეყვანათ ბრიტანეთში. ოპერაციაში მონაწილეობა 22 ქვეყნის პოლიციამ მიიღო.

 

სააგენტომ განაცხადა, რომ 22,480-ზე მეტი სამართალდამცავი იყო ჩართული „სამოქმედო დღეებში“, რომლის დროსაც შემოწმებები ჩატარდა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრებზე, მათ შორის ევროპის ფართოდ გამოყენებულ მარშრუტებზე. განხორციელდა მასობრივი რეიდები. ოპერაციის დროს შემოწმდა დაახლოებით 13,500 ლოკაცია და თითქმის მილიონი ადამიანი.

 

ასობით ოფიცრის მიერ განხორციელებული რეიდები ჩატარდა გერმანიის რამდენიმე შტატში, მათ შორის ქვემო საქსონიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ბრემენსა და ბადენ-ვიურტემბერგში.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციაში, ასევე, ჩართული იყო ბრიტანეთის, ბელგიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების პოლიცია.

 

 

big_banner
არქივი