logo_geo
ლიბიის სანაპიროსთან 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
- +

6 ივლისი. 2022. 13:34

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მალის მთავრობამ დაადასტურეს, რომ ლიბიის სანაპიროსთან, 22 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

არსებული ინფორმაციით, მალის მოქალაქეები ევროპამდე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა ნავს პრობლემა შეექმნა და 22 ივნისის შემდეგ, ზღვაში იყვნენ გაჩერებულები. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ზოგი ადამიანი დაიხრჩო, ზოგის დაღუპვის მიზეზი კი გაუწყლოება გახდა.

 

ნავზე სულ 83 ადამიანი იყო. გადარჩენილების ნაწილი საავადმყოფოში, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი