logo_geo
დიმიტრი მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე
- +

6 ივლისი. 2022. 20:00

 

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ და კრემლის ყოფილმა ლიდერმა დიმიტრი მედვედევმა შეერთებული შტატები „ნამდვილი დემოკრატიის“ გულისთვის მთელ მსოფლიოში ქაოსისა და ნგრევის გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა.

 

მედვედევმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულებებზე სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, მხარი დაუჭირა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებას.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ისტორია მკვიდრი ინდიელი მოსახლეობის დამორჩილების დროიდან მოყოლებული, წარმოადგენს სისხლიანი ომების სერიას. ვინმეს დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებზე? რომელმა ტრიბუნალმა დაგმო აშშ-ს მიერ იქ დაღვრილი სისხლის ზღვა?",- განაცხადა მედვედევმა.

ამასთან, რუსმა მაღალჩინოსანმა აპოკალიფსზე მინიშნებით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა „გამოუსადეგარმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით... რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე.“

 

 

big_banner
არქივი