logo_geo
სამხედრო ექსპერტი: რუსულ არმიას მალე უკრაინაში კოლაფსი შეექმნება
- +

6 ივლისი. 2022. 20:38

 

 

სამხედრო პოლიტიკური დამკვირვებელი ალექსანდრე კოვალენკო უკრაინაში რუსული არმიის შესაძლო კოლაფსზე საუბრობს. 

 

კოვალენკოს თქმით, სამხედრო რესურსების თვალსაზრისით რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს.

 

კოვალენკოს აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპანტების სამხედრო საწყობებზე მიყენებული ბოლო დარტყმები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ოკუპანტ მხარეს.

 

კოვალენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთის შეტევა დონბასში უკვე შენელებულია და ფრონტის ზოგიერთ სექტორში უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას იწყებენ.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში ჩვენ დავინახავთ რუსეთის საოკუპაციო ნაწილების როგორც კონტროლის სისტემის, ასევე მხარდაჭერის სისტემის ნამდვილ კოლაფსს“, - განაცხადა კოვალენკომ.

 

 

big_banner
არქივი