logo_geo
უკრაინა უარყოფს რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ორი HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და საბრძოლო საწყობი გაანადგურეს
- +

6 ივლისი. 2022. 20:38

 

 

უკრაინა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკული წარმოების ორი HIMARS-ის მოწინავე სარაკეტო სისტემა და აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე მათი საბრძოლო საწყობი გაანადგურეს.

 

„ტელეგრამის“ პოსტში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსი პროპაგანდისტები აქტიურად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ამერიკული HIMARS-ის საარტილერიო სისტემის სავარაუდო განადგურების შესახებ.

 

„ხაზს ვუსვამთ, რომ ეს შეტყობინებები არ შეესაბამება რეალობას და სხვა არაფერია, თუ არა მორიგი რუსული სიყალბე. ამერიკელი პარტნიორების მიერ მოწოდებული HIMARS-ის სისტემები მუდმივად აყენებენ დამანგრეველ დარტყმებს მტრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტებს, რაც იწვევს საოკუპაციო ძალების აღჭურვილობისა და პერსონალის კოლოსალურ დანაკარგებს”, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

 

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინაში რვა HIMARS-ს გააგზავნის. სულ მცირე ოთხი მათგანი უკვე ქვეყანაში ჩავიდა.

 

 

big_banner
არქივი