logo_geo
ტერაქტის დროს მანჩესტერში მყოფი ბერძენი ექიმის შოკისმომგვრელი ჩვენებები
- +

25 მაისი. 2017. 21:11


 

ბერძენი ექიმი, გიორგოს ხრისტოპულოსი, რომელიც პრაქტიკებს მანჩესტერში გადის, სტადიონზე მომხდარი ტრაგედიის ემოციებსის გარეშე ვერ იხსენებს.


აფეთქების შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანები და პრაქტიკოსები უზარმაზარი რაოდენობის ზარებს იღებდნენ და ავადმყოფები უნივერსიტეტის მოზარდთა საავადმყოფოში გადაჰყავდათ. სწორედ იმ ექიმებს შორის იყო ბერძენი პრაქტიკანტი, რომელიც ბოლო 2 წელია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მან, ისევე როგორც მისმა კოლეგებმა, დაიწყეს დაშავებულების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. გიორგოს ხრისტოპულოსი ამბობს, რომ ისინი მსხვერპლთა ჭრილობებიდან იღებდნენ ჭანჭიკებს, ხრახნებს და სხვა მსგავს ნივთებს.

 

„აფეთქებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ჩვენ შევიტყვეთ, რომ მოხდა საშინელი კატასტროფა და იყო ბევრი დაშავებული", - ამბობს ექიმი.  


დაახლოებით 20 მოზარდი მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის მუშაობს.


„დაშავებულთა უმრავლესობა იყვნენ მშობლები, რომელთაც შვილები წაიყვანეს კონცერტზე ან მივიდნენ, რომ იქიდან წამოეყვანათ. ადამიანთა დაშავების ხარისხი იყო საშუალოდან მძიმე. მათი ჭრილობები თითქმის ერთი და იგივე იყო: მათ სხეული სავსე ჰქონდათ იმ მეტალის ნაწილებით, რომლებიც აფეთქების შედეგად მოხვდათ. გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს ხალხი დახვრეტილი იყო", - იხსენებს ექიმი.


ამჟამად სამი მოზარდი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.


„მსხვერპლთა უმრავლესობას სრული გამოჯანმრთელებისთვის ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება", - ამბობს ხრისტოპულოსი.


 

წყარო: http://georgians.gr

 

 

 

 

big_banner
არქივი