logo_geo
ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა ჩინეთიდან მომდინარე „კოლოსალურ” საფრთხეებზე ისაუბრეს
- +

7 ივლისი. 2022. 00:47

 

 

დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ პირველ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ ჩინეთი ყველაზე დიდი გრძელვადიანი საფრთხეა მათი ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ოფიციალური პეკინი მათ პოლიტიკაში, მათ შორის ამ გაზაფხულზე ნიუ-იორკში გამართულ კონგრესის არჩევნებში ჩაერია.

 

დიდი ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის MI5-ის ხელმძღვანელმა კენ მაკკალუმმა კი აღნიშნა, რომ მისმა უწყებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში გააორმაგა ჩინეთის აქტივობის წინააღმდეგ მუშაობა და მომავალშიც ასე გააგრძელებს. მისივე თქმით, 2018 წელთან შედარებით, MI5 ახლა შვიდჯერ მეტ გამოძიებას აწარმოებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

FBI-ის უფროსმა დასძინა, რომ თუ ჩინეთი ძალის გამოყენებით აიღებს ტაივანს, ეს „ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბიზნეს შეფერხება იქნება, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს".

 

 

big_banner
არქივი