logo_geo
მედია: ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი თანამდებობიდან გაათავისუფლა
- +

7 ივლისი. 2022. 00:52

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

მედიის ცნობით, გოუვის გათავისუფლება იმ ფონზე მოხდა, როდესაც მან ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა.

 

„არ შეიძლება გველი გყავდეს“, - გოუვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა მედიას „დაუნინგ სტრიტის“ წყარომ.

 

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ არ აპირებს, გადადგეს მთავრობის მეთაურის პოსტიდან.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ 42-მა პირმა დატოვა ბრიტანეთის მთავრობა.

 

 

big_banner
არქივი