logo_geo
სერიალ „უცნაური ამბების“ სპინ-ოფის გადაღება დაანონსდა
- +

7 ივლისი. 2022. 10:24

სერიალ „უცნაური ამბების“ შემქმნელებმა მეტ და როს დაფერებმა და Netflix-მა შექმნეს ახალი კომპანია „Upside Down Pictures“, რომელიც სერიალის სპინ-ოფს გადაიღებს.

 

ძმები დაფერების განცხადებით, სპინ-ოფი ძირითადი შოუსგან „1000%-ით იქნება განსხვავებული“. მათივე თქმით, ახალი პროექტი ახალი პერსონაჟების ისტორიას მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ სპინ-ოფის გადაღებაში თავად მეტ და როს დაფერები მონაწილეობას არ მიიღებენ.

 

„ვრცელდება ჭორები, თითქოს ვაპირებთ სპინ-ოფის გადაღებას თერთმეტის, სტივის ან დასტინის შესახებ... ეს არაა საინტერესო, იმიტომ რომ ამ პერსონაჟების შესახებ ძირითად შოუში მოვყევით. ასე რომ, სპინ-ოფი არ იქნება ორიგინალის მსგავსი“, - აცხადებს როს დაფერი.

 

„უცნაური ამბების“ პრემიერა 2016 წელს შედგა, ამ დროისთვის ბოლო, მეოთხე სეზონი კი 2022 წლის 1 ივლისს დასრულდა. ძმები დაფერების თქმით, სერიალის მეხუთე სეზონი ბოლო იქნება.

 

 

 

big_banner
არქივი