logo_geo
Wonder Woman-ის ჩვენებაზე მხოლოდ ქალების დაშვების გამო კაცები აღშფოთდნენ
- +

26 მაისი. 2017. 21:22



BBC-ის ინფორმაციით, ტეხასურ კინოთეატრ Alamo Drafthouse-ს ფილმი Wonder Woman-ის ("ქალი საოცრება") ჩვენების მოწყობა მხოლოდ ქალებისთვის სურდა, რამაც სოცქსელებში სკანდალი გამოიწვია.


პრემიერის ჩვენებაზე დასწრების მსურველთათვის აფიშის გამოქვეყნების შემდეგ, სოცქსელების მომხმარებლების მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა, თავი დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნიეს.


„ძალიან კარგი! სამომავლოდ გვითხარით, როდის დანიშნავთ „თორის", „ადამიანი ობობის" და „ვარსკვლავური ომების" ჩვენებას მხოლოდ კაცებისთვის", - აკომენტარებს Alamo Drafthouse-ის გვერდის ერთ-ერთი გამომწერი.


გვერდის ადმინისტრატორმა, კრიტიკული კომენატრების შემდეგ დაწერა: „ბოდიშს ვუხდით ჯენტლემენებს, მაგრამ ჩვენ ქალების ერთობის ძალას გამოვიყენებთ და ვიტყვით, რომ - კაცებისთვის შემოსვლა აკრძალულია".


კინოთეატრის წარმომადგენლება დაამატეს, რომ ჩვენება ქალებისთვის მხოლოდ 6 ივნის შედეგება და მსოფლიო პრემიერაზე 2 ივნისს კი ყველა დაშვებულია.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი