logo_geo
CIA-ის დირექტორი: უკრაინაში დაახლოებით 15 000 რუსი სამხედროა მოკლული
- +

21 ივლისი. 2022. 11:49

 

 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ მან კოლორადოში, ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ამერიკული სადაზვერვო სამსახურების ბოლო მონაცემებით, მოკლულია დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო და, სავარაუდოდ, სამჯერ მეტია დაშავებული. ასე რომ, დანაკარგები საკმაოდ სერიოზულია. უკრაინასაც დიდი დანაკარგები აქვს - ალბათ, ამაზე ცოტა ნაკლები, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი რიცხვებია“, - განაცხადა ბერნსმა.

 

უკრაინის გენშტაბის ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 39 000 რუსი სამხედროა მოკლული.

 

 

big_banner
არქივი