logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: არასდროს მიგრძვნია თავი ისე ძლიერად, როგორც ახლა
- +

21 ივლისი. 2022. 18:37

 

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს, უკრაინის პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ახლა კლინიკაში მკურნალობს.

 

„დღეს რუსეთმა კიდევ ერთი ყალბი ნიუსი გაავრცელა, რომ თითქოს, სახელმწიფოს არ ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ზელენსკი, რადგან ის საავადმყოფოშია, უფრო სწორად, რეანიმაციაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. თუმცა ახლა მე ოფისში ვარ“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვისას.

 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასდროს უგრძვნია თავი ისე ძლიერად, როგორც ახლა.

 

ცნობისთვის, დღეს უკრაინულ რადიო TAVR Media-ს რადიოსადურების ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის უკანაც სავარაუდოდ რუსი ჰაკერები დგანან. მათ ეთერში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

 

 

big_banner
არქივი