logo_geo
პოდოლიაკი: უკრაინას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლია
- +

22 ივლისი. 2022. 00:32

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ კიევს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლია.

 

მისივე თქმით, დიპლომატია რუსეთთან უკრაინას ვერ დაეხმარება.

 

„ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორია და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სამხედრო გზით, სხვა ვარიანტები არ არსებობს. არც დიპლომატია, არც ახალი "მინსკის" ფორმატები არ დაგვეხმარება, ეს უნდა გავიგოთ. ვიცით, მხოლოდ სამხედრო საშუალებებით დავამტკიცებთ, რომ რუსეთს ამ ტერიტორიის კონტროლის არც იურიდიული და არც დე ფაქტო ინსტრუმენტები არ გააჩნია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

 

 

big_banner
არქივი