logo_geo
რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში საპოლიციო რეიდის დროს 18 ადამიანი დაიღუპა
- +

22 ივლისი. 2022. 10:35

 

 

რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში, ბარაკების სტილის დასახლებაში ჩატარებული რეიდის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაციაში 400 მძიმედ შეიარაღებული სამართალდამცველი, ასევე 10 დაჯავშნილი ავტომობილი და ოთხი ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას. სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა შორის არის ერთი სამართალდამცველი და ერთი შემთხვევითი გამვლელიც.

 

მედიის ცნობით, სამიზნეს წარმოადგენდნენ ის კრიმინალები, რომლებიც ოპერაციის ჩატარებას გეგმავდნენ მოწინააღმდეგე ბარაკებში. ზოგიერთი ეჭვმიტანილი პოლიციის უნიფორმაში იყო გადაცმული.

 

 

big_banner
არქივი