logo_geo
რომის პაპი: კიევში ჩასვლის დიდი სურვილი მაქვს
- +

24 ივლისი. 2022. 17:07

 

 

 

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, სურს, უკრაინას ეწვიოს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„კიევში ჩასვლის დიდი სურვილი მაქვს“, - თქვა პაპმა უკრაინაში შესაძლო გამგზავრების შესახებ დასმული კითხვის პასუხად. პაპი ჟურნალისტებს თვითმფრინავში, რომიდან კანადის მიმართულებით ფრენის დროს ესაუბრა.

პაპმა ფრანცისკემ, რომელიც მოსკოვში არცერთხელ არ ყოფილა, ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა.

გასულ თვეში მან დაუფარავად გააკრიტიკა მოსკოვი „სასტიკი და უაზრო, აგრესიული ომის“ გამო.

big_banner
არქივი