logo_geo
„ანტიისტორიული რეჟიმების“ დამხობის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, შემთხვევით არ აღმოჩნდეთ ისტორიის უპირობო ნაგავსაყრელში - მიხაილო პოდოლიაკი სერგეი ლავროვს პასუხობს
- +

24 ივლისი. 2022. 23:00

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა - „ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით უკრაინელ ხალხს გათავისუფლდეს რეჟიმისგან, რომელიც არის აბსოლუტურად ანტიხალხური და ანტიისტორიული“.

 

პოდოლიაკის თქმით, ლავროვის ეს განცხადება არის შიზოფრენიული.

 

„კლასიკური რუსული შიზოფრენია: დილით თქვენ აცხადებთ, რომ მოსკოვი ისწრაფვის მოლაპარაკებებისკენ, საღამოს კი - თქვენი მიზანია, „მოიშოროთ კიევის ანტიხალხური რეჟიმი“.

 

და ამას ამბობს სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს ბარბაროსულ ქვეყანას, რომელიც უმიზეზოდ შემოიჭრა უცხო ტერიტორიაზე და რაც შეიძლება სასტიკად კლავს უკრაინელებს.

 

ასე რომ, „რეჟიმები“ არის რაღაც რუსეთის ციხეებში, მაგრამ უკრაინაში არის კანონიერად არჩეული მთავრობა, რომელმაც მოიგო სამართლიანი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები. რუსული ელიტისთვის რამდენი უცნობი სიტყვაა ერთ წინადადებაში, არა?

 

„ანტიისტორიული რეჟიმების“ დამხობის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, შემთხვევით არ აღმოჩნდეთ ისტორიის უპირობო ნაგავსაყრელში. მით უმეტეს, თუ ცივილიზაცია უკვე უკიდურესად უარყოფს სუბიექტებს, რომლებმაც ჩაიდინეს ამდენი დოკუმენტირებული მძიმე ომის დანაშაული“, - წერს პოდოლიაკმა.

 

 

big_banner
არქივი