logo_geo
ფლორიდაში ერნესტ ჰემინგუეის ორეულების კონკურსი ადვოკატმა მოიგო
- +

25 ივლისი. 2022. 11:38

 

 

აშშ-ში, მწერალ ერნესტ ჰემინგუეის ორეულების კონკურსის გამარჯვებულად ადვოკატი ჯონ ოვილი დაასახელეს. ამის შესახებ Associated Press წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კონკურსი კეი უესტში ყოველწლიური „ჰემინგუეის დღეების“ დამაგვირგვინებელი ღონისძიებაა. ჟიურის წევრებმა ოვილი 124 სხვა კონკურსანტს შორის გამოარჩიეს. გამარჯვებულის თქმით, ის ჰემინგუეის მსგავსად თევზაობის მოყვარულია და რამდენიმე ნაწარმოებიც აქვს დაწერილი.

 

„ყველას უნდა, წეროს, როგორც ჰემინგუეიმ“, - განაცხადა მან.

 

ჰემინგუეი კეი უესტში 1930-იან წლებში ცხოვრობდა და თავისი ცნობილი ნაწარმოები „ვისთვის რეკავს ზარი“ და „ქონა თუ არქონა“ შექმნა.

 

 

big_banner
არქივი