logo_geo
იაპონიაში მაიმუნების თავდასხმის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა
- +

25 ივლისი. 2022. 11:39

 

 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იაპონიის ქალაქ იამაგუჩიში მაიმუნების თავდასხმის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ AFP წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქი მთებით არის გარშემორტყმული, ამიტომ მაკაკები აქ ხშირად ჩნდებიან, თუმცა ამდენი თავდასხმა დროის ამ მოკლე პერიოდში უჩვეულოა. ქალაქის მთავრობის ცნობით, თავიდან მაიმუნები ქალებს და ბავშვებს ესხმოდნენ თავს, თუმცა ბოლო დროს არც მოხუცებსა და ზრდასრულ კაცებს ერიდებიან.

 

ქალაქის მთავრობაში აგრესიული მაიმუნების რაოდენობას ვერ აკონკრეტებენ, არ არის გამორიცხული, რომ ყველა თავდასხმაში ერთი ცხოველია დამნაშავე. მაიმუნებთან ბრძოლისთვის ადგილობრივი პოლიციელები ტრანკვილიზატორებს გამოიყენებენ.

 

 

big_banner
არქივი