logo_geo
ერევნის მერის ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს 07:00 საათზე მუსიკის ხმა გააღვიძებს
- +

25 ივლისი. 2022. 17:31

 

 

ერევნის მერის ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს დილის 07:00 საათზე მუსიკა გააღვიძებს.

 

მედიის ცნობით, ამის შესახებ ჰრაჩია სარქისიანმა „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, სამუშაო დღე დილაადრიან უნდა იწყებოდეს.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქმა დილაადრიან უნდა გაიღვიძოს, სამუშაო დღე უნდა იწყებოდეს ადრე. ამიერიდან დილის 07:00 საათიდან, საათში ერთხელ მერიის საათის გაჟღერებული მუსიკის ხმა ქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში გაისმება“, – წერს ერევნის მერი.

 

გარდა ამისა, ერევნის მოქალაქეებს შეეძლებათ, ოპერის თეატრის შენობაზე დამონტაჟებული ეკრანიდან შეიტყონ ზუსტი დრო და ჰაერის ტემპერატურა.

 

 

big_banner
არქივი