logo_geo
მიანმარში ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ერთ-ერთი დეპუტატია
- +

25 ივლისი. 2022. 18:19

 

 

მიანმარში ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ერთ-ერთი დეპუტატია. მსჯავრდებულებს ტერორისტული აქტების განხორციელებაში სდებდნენ ბრალს. ოთხი აქტივისტიდან ორი ნაკლებად ცნობილი მიო აუნგი და თურა ზავი არიან. ორის სახელი კი არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებში კარგად არის ცნობილი – 53 წლის აქტივისტი კო ჯიმი და 41 წლის ყოფილი ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი, მოგვიანებით კი ეროვნული დეპუტატი – ფიო ზეია არიან.

 

სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რის გამოც უფლებადამცველი ჯგუფები პროცესს აკრიტიკებენ.

 

მიანმარში სიკვდილით დასჯა 1988 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა. ქვეყანაში სამხედრო მმართველობაა მას შემდეგ, რაც, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, მორიგი სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის სათავეში კვლავ სამხედრო ძალები

 

 

big_banner
არქივი