logo_geo
ადამ კინზინგერი: ტრამპი არარელევანტური ხდება - სადღაც ხუთ წელიწადში რთული იქნება ვინმეს პოვნა, ვინც აღიარებს, რომ ოდესმე მისი მხარდამჭერი იყო
- +

25 ივლისი. 2022. 21:10

 

 

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა და დონალდ ტრამპის კრიტიკოსმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი სულ უფრო არარელევანტური ხდება.

 

„ტრამპიზმი არ კვდება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი არარელევანტური ხდება. თუმცა, ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში, სადღაც ხუთ წელიწადში მაინც მჯერა, რომ რთული იქნება ვინმეს პოვნა, ვინც აღიარებს, რომ ოდესმე ტრამპის მხარდამჭერი იყო“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

 

როგორც ამერიკული გამოცემა Newsweek აღნიშნავს, კინზინგერის განცხადების მიუხედავად, ტრამპი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს „რესპუბლიკურ პარტიაში“ და გამოკითხვების თანახმად, პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერიზში ყველა სხვა კანდიდატს უსწრებს.

 

 

big_banner
არქივი