logo_geo
აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 500 000 დოზა Covid-19-ის ვაქცინა გადასცა
- +

26 ივლისი. 2022. 00:30

 

 

აშშ-მა უკრაინას დაახლოებით, 500 000 დოზა Covid-19-ის ვაქცინა გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის "ტვიტერის" გვერდზე ვრცელდება.

 

„დღეს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით, 500 000 COVID-19-ის ვაქცინის დოზა გადასცა. ჩვენ ვამაყობთ, რომ უკრაინელ ხალხს, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს ვუჭერთ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე აღნიშნავს, რომ "კორონავირუსთან" ბრძოლისას უნდა ახსოვდეთ უკრაინაც, როგორც კრიზისებითა და ომით დაზარალებული ქვეყანა.

 

„როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ COVID-19-თან დაპირისპირებას მთელს მსოფლიოში, უნდა გვახსოვდეს ისინი, ვინც დაზარალებულია კრიზისებითა და ომებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა უკრაინა. ვაქცინის დოზების ეს გადაზიდვა აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, დავამარცხოთ პანდემია და მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის მიერ არჩეული არაპროვოცირებული ომის წინაშე", - წერს ბლინკენი.

 

 

big_banner
არქივი