logo_geo
ბოამ თავისი პატრონი, ახალგაზრდა კაცი დაახრჩო - შემთხვევა პენსილვანიაში
- +

26 ივლისი. 2022. 10:01

 

 

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მამაკაცს, რომელსაც სახლში მახრჩობელა ბოა კონსტრიქტორი ჰყავდა, ყელზე შემოეხვია და დაახრჩო. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.

 

გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია და ტვინის ანოქსიური დაზიანება დასახლდა. შემთხვევიდან მალევე მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

„ბოა-კონსტრიქტორის ტიპის გველი დაახლოებით 18 ფუტის სიგრძით შეიკუმშა ბატონ სენსემანის ყელზე, მჭიდროდ შემოეხვია და დაახრჩო. აღნიშნულმა ტვინში ჟანგბადის სრული ნაკლებობა გამოიწვია“, - განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში.

 

გამომძიებლებმა არ იციან მამაკაცზე ქვეწარმავლის თავდასხმის გარემოებები. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

big_banner
არქივი