logo_geo
იაპონიაში ჩამოახრჩვეს კაცი, რომელიც 2008 წელს ხალხში ავტომობილით შევარდა, შემდეგ კი ადამიანები ხანჯლით მოკლა
- +

26 ივლისი. 2022. 12:31

 

 

იაპონიაში 39 წლის ტომოჰირო კატო სიკვდილით დასაჯეს - ჩამოახრჩვეს, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

თავდამსხმელი 25 წლის იყო, როდესაც აკიჰაბარას სავაჭრო უბანში, ხალხმრავალ ადგილას, ჯერ სატვირთო ავტომობილით შევარდა და სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, სატვირთოდან ჩამოვიდა და ხანჯლით ოთხი ადამიანი მოკლა, რვა კი დაჭრა.

 

ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე დაკავებულმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ონლაინბულიგის გამო იყო გაღიზიანებული.

 

მიმდინარე წელს, ეს იაპონიაში პირველი სიკვდილით დასჯაა. გასული წლის დეკემბერში 3 ადამიანი ჩამოახრჩვეს. ქვეყანაში 100-ზე მეტი სიკვდილმისჯილი პატიმარია.

 

 

big_banner
არქივი