logo_geo
სერგეი ბეზრუკოვს და ვლადიმირ მაშკოვს ევროპული სანქციები შეეხო
- +

26 ივლისი. 2022. 15:05

 

 

რუსული სერიალის, „ბრიგადას“ მსახიობ სერგეი ბეზრუკოვთან ერთად, ვლადიმირ მაშკოვს ევროპული სანქციები შეეხო, რის მიხედვითაც, მათ სახლებს, მანქანებს, იახტებს და ქონებას ყადაღა დაედება.

 

ბეზრუკოვს, ოფიციალურად, რუსეთის ფარგლებს გარეთ უძრავი და მოძრავი ქონება არ გააჩნია. მაშკოვს კი, საზღვარგარეთ იახტა და სახლი აქვს, რომლებიც 2 მილიონ რუბლად არის შეფასებული. მსახიობებს ასევე ევროპის რიგ ქვეყნებში შესვლა აქვთ აკრძალული.

 

ორივე მათგანი ღიად და აქტიურად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინს, ხშირად უხეშად მიმართავენ მათ, ვინც სხვა აზრს აფიქსირებს. ასევე, მაშკოვს საკუთარი ქალიშვილი არ ელაპარაკება, რადგან მამისგან განსხვავებით, ის რუსეთს უკრაინის მიმართ გენოციდში ადანაშაულებს.

 

 

big_banner
არქივი