logo_geo
სენტ-ლუისში რეკორდული ნალექი მოვიდა
- +

26 ივლისი. 2022. 19:55

 

 

მისურის შტატში, სენტ-ლუისში რეკორდული ნალექი მოვიდა, რამაც მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.

 

ამერიკული მედია წერს, რომ რეკორდული რაოდენობის ნალექმა ძველი რეკორდი მოხსნა. ამავე ცნობით, მსგავსი ნალექი თითქმის 107 წლის წინ, 1915 წლის 20 აგვისტოს იყო.

 

ძლიერი წვიმა გაგრძელდა  სენტ-ლუისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დილამდე.  დატბორილი ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

 

სამაშველო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე მანქანა იყო ჩარჩენილი დატბორილ ქუჩებში.

 

 

 

big_banner
არქივი