logo_geo
იაპონიაში მოკლეს მაკაკა, რომელიც, სხვა მაიმუნებთან ერთად, მოსახლეობას ესხმოდა თავს
- +

27 ივლისი. 2022. 11:47

 

 

იაპონიის ქალაქ იამაგუჩიში, მონადირეების სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა 4 წლამდე ასაკისა და დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლის მაკაკა მოკლა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მაკაკა ერთ-ერთი იყო მაიმუნების იმ ჯგუფიდან, რომელიც, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, 50-მდე ადამიანს დაესხა თავს და სხვადასხვა დაზიანება მიაყენა.

 

ქალაქის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მაიმუნების ჯგუფი თავდაპირველად თავს მხოლოდ ბავშვებსა და ქალებს ესხმოდა, ბოლო დროს კი, პრიმატების სამიზნე მოხუცები და ზრდასრული კაცებიც გახდნენ.

 

მაკაკას მოკვლის შემდეგ, სხვადასხვა დასახლებაში, თავდასხმების შემთხვევები არ შეწყვეტილა - ჯგუფის სხვა წევრი მაიმუნების ძებნა კვლავ გრძელდება.

 

 

big_banner
არქივი