logo_geo
დონალდ ტრამპი: რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, ტრამპი რუსეთის აგენტია - რაღაცას იტყვიან და ფიქრობენ, რომ თქვენ ამას დაიჯერებთ, ეს საშინელებაა
- +

27 ივლისი. 2022. 12:41

 

 

ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

 

„დემოკრატები“ დეზინფორმაციაზე არიან ფოკუსირებულნი. რაღაცას იტყვიან და თქვენ ეს უნდა დაიჯეროთ. მაგალითად, რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. ამბობდნენ, რომ ტრამპი რუსეთის აგენტია. ამის მტკიცება რომ გაეგრძელებინათ, მეც კი დავიჯერებდი ამას ერთ მშვენიერ დღეს. რაღაცას იტყვიან და ფიქრობენ, რომ თქვენ ამას დაიჯერებთ. ეს საშინელებაა“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი