logo_geo
უკრაინის რადამ გენპროკურორის თანამდებობაზე ზელენსკის პარტიის წევრის არჩევას დაუჭირა მხარი
- +

27 ივლისი. 2022. 16:14

 

 

უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრის, ანდრეი კოსტინის არჩევას დაუჭირა მხარი.

 

შესაბამისი გადაწყვეტილების მომხრე 299 კანონმდებელი იყო.

 

იურისტი ანდრეი კოსტინი პარლამენტში 2019 წელს „ხალხის მსახურის“ საარჩევნო სიით მოხვდა. მისი კანდიდატურა გენპროკურორის თანამდებობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეარჩია. რადაში კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ შესაბამის ბრძანებას ზელენსკი მოაწერს ხელს, რის შემდეგაც კოსტინი გენპროკურორის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

 

მანამდე აშშ-მა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აირჩიონ ისეთი პირი, რომელიც რუსეთთან ომის დროსაც კი კორუფციასთან ბრძოლას გააგრძელებს.

 

 

big_banner
არქივი