logo_geo
ეგვიპტეში 21 წლის ქალის მკვლელი შესაძლოა პირდაპირ ეთერში ჩამოახრჩონ
- +

27 ივლისი. 2022. 16:16

 

 

ეგვიპტეში სასამართლომ პარლამენტს 21 წლის ქალის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი კაცის პირდაპირ ეთერში ჩამოხრჩობის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 21 წლის მოჰამედ ადელმა თავის კურსელს ნარა აშრაფს მანოსარას უნივერსიტეტის წინ დანით კისრისა და მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქალმა მას ცოლობაზე უარი უთხრა.

 

სასამართლომ ადელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა და პარლამენტს კანონის შეცვლის თხოვნით მიმართა, რაცა მკვლელის ჩამოხრჩობის პირდაპირ ეთერში გადაცემა შესაძლებელი გახდეს. სასამართლო იმედოვნებს, რომ ეს სხვა პოტენციური დამნაშავეებისთვის შემაკავებელი ფაქტორი გახდება.

 

 

big_banner
არქივი