logo_geo
ინდოეთში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმლის გამო 40-მდე ადამიანი დაიღუპა
- +

27 ივლისი. 2022. 19:00

 

 

დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში, კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმლით ათობით ადამიანი მოიწამლა - მათგან, სულ მცირე, 36 დაიღუპა, 50 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

აღნიშნულ შტატში ალკოჰოლის წარმოება, რეალიზაცია და მოხმარება უკანონოდ მიიჩნევა, რის გამოც, ხშირად, ალკოჰოლური სასმელები არალეგალურად, კუსტარულად მზადდება.

 

მომხდარზე 10 ადამიანი დააკავეს. სწორედ მათ ედავებიან სასმლის რეალიზაციას. პოლიციამ 475 ლიტრი ალკოჰოლური სითხე ამოიღო.

 

ინდოეთში, ყოველწლიურად, უკანონოდ წარმოებული და რეალიზებული ალკოჰოლური საშუალებების გამო, ასობით ადამიანი იღუპება.

 

 

big_banner
არქივი