logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელები არ გაჩერდებიან, ვიდრე უკრაინული მიწის უკანასკნელ მეტრსაც არ გაათავისუფლებენ
- +

28 ივლისი. 2022. 14:30

 

 

„უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ სახელმწიფოებრიობისთვის და არ გაჩერდებიან, ვიდრე უკრაინული მიწის უკანასკნელ მეტრსაც არ გაათავისუფლებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფროებრიობის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

 

„ჩვენთვის ტყვეობაში ცხოვრება ცხოვრება არ არის. იყო დაქვემდებარებული, არსებობა არ არის, ვინაიდან არადამოუკიდებელი და არათავისუფალი უკრაინა უკრაინა არ იქნება. ჩვენ არ ვიცით სიტყვა „მონობა“. ის ჩვენს ლექსიკონებშია, მაგრამ არა - ჩვენს თავებში. ჩვენ გავცემთ ჩვენს უკანასკნელ პერანგს, ყველაფერს გავცემთ იმისთვის, რაც ჩვენს გულებშია. ამიტომ, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე, ბოლო ტყვიამდე, უკანასკნელ ჯარისკაცამდე, არა ჩვენი, არამედ მტრის. არ გავჩერდებით, ვიდრე არ გავათავისუფლებთ უკრაინული მიწის უკანასკნელ მეტრს. არ დავისვენებთ, ვიდრე არ გავათავისუფლებთ ჩვენს ბოლო სოფელს, ჩვენს უკანასკნელ სახლს, ჩვენს ბოლო ჭას, ჩვენს უკანასკნელ ალუბლის ხეს, ჩვენს უკანასკნელ ტირიფს!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი