logo_geo
შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს - ჰაიტიში ბანდების ომი გრძელდება
- +

28 ივლისი. 2022. 19:46

 

 

ჰაიტიში, პორტ-ო-პრენსის ცენტრში  ბანდის ეჭვმიტანილმა წევრებმა ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიას და სცადეს მოწინააღმდეგეების მოკვლა მეტი ტერიტორიის კონტროლის მიზნით. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ იტყობინება.

 

„ინტენსიური ბრძოლა დაიწყო მთავრობის ეროვნული სასახლისა და ჰაიტის ეროვნული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე ბლოკში, სადაც მშიერი პატიმრები ცდილობდნენ აჯანყებას, რადგან ფიქრობდნენ, რომ ბანდის წევრები მოდიოდნენ მათ გასათავისუფლებლად“, - განუცხადა Associated Press-ს მთავრობის კომისარმა ჟაკ ლაფონტანმა.

 

მისივე თქმით, პოლიცია სიტუაციის სტაბილიზებას ცდილობს.

 

პორტ-ო-პრენსი  სულ უფრო საშიში ხდება, რადგან ძალადობა იზრდება ბანდა-კოალიციას შორის, რომელიც ცნობილია როგორც G9 და ცდილობს ტერიტორიის ხელში ჩაგდებას.

 

2021 წლის 7 ივლისს პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ ბანდებმა ჰაიტიში კიდევ უფრო მოიკიდეს ფეხი.

 

გაერო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმაროს ჰაიტის ეროვნულ პოლიციას დანაშაულისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში

 

 

big_banner
არქივი