logo_geo
„ეს ხდება ყოველდღე, ყველას ემუქრება იგივე საფრთხე“ - პუერტო-რიკოს მახლობლად 5 მიგრანტი დაიხრჩო
- +

28 ივლისი. 2022. 20:04

 

 

პუერტო-რიკოს მახლობლად სულ მცირე 5 მიგრანტი დაიხრჩო, ხოლო სამაშველო ჯგუფებმა 66 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ამის შესახებ AP NEWS წერს.

 

„ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ კიდევ ადგილზე იმყოფება და გადარჩენილებს ეძებს“, - განუცხადა აშშ-ს სანაპირო დაცვის სპიკერმა რიკარდო კასტროდადმა Associated Press-ს.

 

მისივე თქმით, გემზე 41 მამაკაცი და 25 ქალი, მათ შორის ორი ბავშვი იმყოფებოდა. დაღუპულთა და გადარჩენილთა ასაკი და ეროვნება ამ ეტაპზე უცნობია. უცნობია ისიც თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა საერთო ჯამში გემზე.

 

რამდენიმე დღის წინ სანაპიროზე ბაჰამის კუნძულების ხელისუფლებამ 17 მიგრანტის ცხედარი იპოვა.

 

„ეს ხდება ყოველდღე, ყველას ემუქრება იგივე საფრთხე“, - აღნიშნა რიკარდო კასტროდადმა.

 

 

big_banner
არქივი