logo_geo
აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, უკრიანაში სულ მცირე 75 000 რუსი დაიღუპა ან დაშავდა
- +

28 ივლისი. 2022. 20:20

 

 

აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, უკრიანაში სულ მცირე 75 000 რუსი დაიღუპა ან დაშავდა.

 

მათივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსი დაღუპულთა რიცხვი დიდი ხანია, რაც ათობით ათასს შეადგენს.

 

„ჩვენ გვაცნობეს, რომ 75 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა ან დაშავდა, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა“ - განუცხადა CNN-ს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთმა დემოკრატმა კანონმდებელმა, რომელიც მანამდე აშშ-ს მთავრობის საიდუმლო ბრიფინგს ესწრებოდა.

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნულ ციფრებს "ყალბი" უწოდა და განაცხადა, რომ ეს მედიის ცნობები და არა აშშ-ს მთავრობის ინფორმაციაა.

 

რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 1351-ს შეადგენს.

 

რაც შეეხება უკრაინის ცოცხალი ძალის დანაკარგებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ივნისის დასაწყისში დაღუპულთა რიცხვი "10 000-მდე" შეაფასა.

 

 

big_banner
არქივი