logo_geo
BBC: გაზის კრიზისის ფონზე, ჰანოვერის მერიამ გადაწყვიტა, რომ ცხელი წყალი საჯარო შენობებში ხელების დასაბანად და საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების საშხაპეებში ხელმისაწვდომი არ იქნება
- +

28 ივლისი. 2022. 21:13

 

 

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების ფონზე, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის ხელისუფლემამ გადაწყვიტა, რომ ცხელი წყალი საჯარო შენობებში ხელების დასაბანად და საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების საშხაპეებში ხელმისაწვდომი არ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

ჰანოვერი გერმანიის პირველი დიდი ქალაქია, რომელმაც ცხელი წყალი გათიშა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მკვეთრად შეამცირა გერმანიისთვის გაზის მიწოდება.

 

გარდა ამისა, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ასევე გაითიშება საზოგადოებრივი შადრევნები და არ იქნება ღამის განათება ქალაქის მთავარ შენობებზე, როგორიცაა მერია და მუზეუმები.

 

ჰანოვერის მერმა, ბელიტ ონაიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ქალაქის მიერ ენერგომოხმარების 15%-ით შემცირებაა, რაც გაზის გარდაუვალი დეფიციტის საპასუხოდ განხორციელებული ზომაა.

 

ახალი წესები ასევე ვრცელდება გათბობაზე. საჯარო შენობებს არ ექნებათ გათბობა ყოველი წლის აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე, ხოლო ოთახის ტემპერატურა წლის ბოლომდე მაქსიმუმ 20 გრადუსით შემოიფარგლება.

 

 

big_banner
არქივი