logo_geo
ექსპერტების განცხადებით, რუსეთს მოუწევს აღიაროს, რომ მთელი დონბასის აღებას ვერ ახერხებს
- +

28 ივლისი. 2022. 22:38

 

 

უკრაინულ ძალებს დასავლური იარაღი რუსული ძალების წინსვლის შენელებაში დაეხმარება. The Washington Post-ის ცნობით, უკრაინას შანსი აქვს ომის ტალღა თავის სასარგებლოდ შეცვალოს. წერს უკრაინული მედია.

 

ჟურნალისტები, სამხედროების მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ლისიჩანსკის აღების შემდეგ მნიშვნელოვანი ტერიტორიული წარმატებები არ მიუღწევიათ.

 

სამხედრო ანალიტიკოსი ჯორჯ ბაროსი და, ასევე, დასავლელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ  რუსები ახლოს არიან თავიანთი შესაძლებლობების ამოწურვასთან.

 

„მათი გამოფიტული არმია უპირისპირდება უკრაინულ ძალებს ახლად შეძენილი შესაძლებლობებით“, - აცხადებს ბაროსი.

 

ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთს მალე მოუწევს აღიაროს, რომ ვერ ახერხებს მთელი დონბასის აღებას.

 

 

big_banner
არქივი