logo_geo
როსკომნადზორმა“ „ნოვაია გაზეტასთვის“ რეგისტრაციის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
- +

29 ივლისი. 2022. 00:25

 

 

რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ „როსკომნადზორმა“ სარჩელი შეიტანა დამოუკიდებელ საგამოძიებო მედიასაშუალების „ნოვაია გაზეტასთვის“ რეგისტრაციის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

 

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

„სავარაუდოდ, გაგვიუქმებენ ვებგვერდისა და ბეჭდური ვერსიისთვის ლიცენზიას", - განუცხადა „ნოვაია გაზეტას“ წარმომადგენელმა ნადეჟდა პრუსენკოვამ CNN-ს.

 

პრუსენკოვას თქმით, „როსკონადზორის“ მხრიდან ორი სარჩელია შეტანილი - ერთი ვენგვერდის, ხოლო მეორე ბეჭდური გამოცემის წინააღმდეგ.

 

მისივე განცხადებით, სასამართლო სხდომა ვებგვერდის ლიცენზიასთან დაკავშირებით 15 სექტემბერსაა ჩანიშნული.

 

„ნოვაია გაზეტას“ ცნობით, სამართლებრივი ქმედება ორ გაფრთხილებას ეფუძნება, რომელიც რედაქციამ მიმდინარე წლის 24 და 28 მარტს მიიღო, იმის გამო, რომ გამოცემის ვებგვერდზე, წარწერა „უცხოელი აგენტები“ ორ საინფორმაციო მასალაზე მითითებული არ იყო.

 

 

big_banner
არქივი