logo_geo
ევროპაში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ესპანეთის პრემიერი მინისტრებს, საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდებს, ჰალსტუხის ტარება შეწყვიტონ ენერგიის დაზოგვის მიზნით
- +

29 ივლისი. 2022. 19:56

 

 

ევროპაში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მინისტრებს, საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდა, ჰალსტუხის ტარება შეწყვიტონ ენერგიის დაზოგვის მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურის ფონზე, ევროპის ქვეყნებში კონდიციონერზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

 

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ევროპის ენერგეტიკულ სისტემებს აწვება და აძლიერებს შეშფოთებას გაზის დაზოგვის ძალისხმევის პერსპექტივებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი რუსეთისგან გაზის მიწოდების შემდგომ შემცირებას გამოიწვევს.

 

„მინდა ყველამ გაითვალისწინოთ, რომ მე არ ვატარებ ჰალსტუხს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია დავზოგოთ ენერგია. მე ვთხოვე მინისტრებს, ყველა საჯარო მოხელესა და ასევე მინდა ვთხოვო კერძო სექტორსაც, თუ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, არ ატარონ ჰალსტუხი, როცა ეს არ არის საჭირო, რადგან ამ გზით ჩვენ ხელს შევუწყობთ ენერგიის დაზოგვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი