logo_geo
ვალერი ზალუჟნი: იცოდეთ, მტრებო, დედამიწაზე თქვენი ადგილი არ იქნება, უკრაინელები შურს იძიებენ თითოეული გარდაცვლილი თუ დასახიჩრებული ძმის გამო
- +

29 ივლისი. 2022. 23:31

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის სისასტიკე, რომელსაც ისინი უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ სჩადიან, აღმაშფოთებელია. უკრაინის შეიარაღებული ძალები შურს იძიებენ თითოეული გარდაცვლილი თუ დასახიჩრებული ძმის გამო.

 

„რუსი ომის დამნაშავეებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაისაჯონ დამნაშავეები ჩვენი ძმების, დების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ამ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ. იცოდეთ, მტრებო, დედამიწაზე თქვენი ადგილი არ იქნება“, - წერს ზალუჟნი.

 

ცნობისთვის, დღეს უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, „რუსებმა მიზანმიმართულად დაბომბეს ბანაკი ოლენივკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იყვნენ - დაიღუპა 53 ტყვე“.

 

 

big_banner
არქივი