logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რეფორმები გაგრძელდება
- +

30 ივლისი. 2022. 01:34

 

 

„რეფორმები გაგრძელდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ელჩებს განუცხადა.

 

დიპლომატებმა და უკრაინის პირველმა პირმა რუსეთთან ომში ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური საჭიროებები განიხილეს.

 

„დიდი შვიდეულის ელჩებმა განაგრძეს დიალოგი პრეზიდენტ ზელენსკისთან. ამჯერად ოდესაში, რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ საჭიროებებზე ისაუბრეს. ჩვენ მოხარული ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ რეფორმები გაგრძელდება, რაც დაეხმარება უკრაინის კიდევ უფრო მედეგობას აგრესორის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ელჩების უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის განცხადებაში, რომელსაც გერმანია თავმჯდომარეობს.

 

 

big_banner
არქივი