logo_geo
რომის პაპი: შემეძლო, გადავმდგარიყავი, მაგრამ არა ახლა
- +

30 ივლისი. 2022. 13:47

 

 

რომის პაპი ფრაცისკე აცხადებს, რომ შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დაიწყებს. მისივე თქმით, ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც იგრძნობს, რომ ჯანმრთელობა საქმის კეთებაში ხელს შეუშლის, - ამის შესახებ BBC წერს

85 წლის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და უფალზეადამოკიდებული, როდის დატოვებს თანამდებობას, თუ, საერთოდ, ეს მოხდება.

„[გადადგომის, პენსიაზე გასვლის] კარი ღიაა - ეს ნორმალური ვარიანტია. მაგრამ დღემდე ამ კარზე არ დამიკაკუნებია. რომის პაპის შეცვლა არც კატასტროფაა და არც ტაბუ“, - ამბობს პაპი.

რომის პაპი კანადას სტუმრობდა. მან მთელი მოგზაურობა ეტლში გაატარა.

 

 

big_banner
არქივი