„ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე კრიკეტის სტადიონზე ყუმბარის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა“, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
აფეთქება საგულშემატკივრო ტრიბუნაზე მოხდა, დაიღუპა 2, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
კრიკეტის მატჩი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში განახლდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.